Tuesday, December 24, 2013

დღე 9

და აი ცვენინტრენინგის ბოლო დღე ძალიან გვწყდება გული მიუხედავად დატვირთული დღეებისა ბევრი კარგი და საინტერესო დღე გვქონდა..
გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები.ყველაფერი წესრიგში გვქონდა, შესვენების და გემრიელი ტორტის მირთმევის შემდეგ წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები.დრო 6 წუთი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დიდი მადლობა ნათიას:)))

დღე 8

ნათიამ გაგვაცნი დღის გეგმა და შევუდექით მუშაობას.ვიმუშავეთ, ფასილიტაციის დოკუმენტზე,მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარებიუს რუბრიკაზე.და დავასრულეთ ჩვენო პროექტები, ჩვენი ტრენინგი ნელ–ნელა ბოლოსკენ მიიწევს და გული გვწყდება, იმედია კიდევ შემოგვთავაზებს ნათია ასეთ მსვენიერ ტრენინგებს.




Saturday, December 21, 2013

დღე 7

დღე შემართებით დავიწყეთ მიუხედავად საშინელი ქარბუქისა და სიცივისა. ნათიასთან ერთად გავიხსენეთ ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი თეორია, ამის შემდეგ შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება პროექტის გეგმაში, განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდაჭერა ანუ სკაფოლდინგი და შევავსეთ მოსწავლის მხარდაჭერის შაბლონი.
ტრენინგ დღის ბოლოს შევაჯამეთ ნამუშევარი და გავეცანით საშინაო დავალებას.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნათიას....

Friday, December 20, 2013

დღე 6

ტრენინგ დღე ხალისით დავიწყეთ.
თავი ცოტა ხნით მოსწავლეებად წარმოვიდგინეთ და შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოვათავსეთ მისთვის განკთვნილ საქაღალდეში.
გავეცანით ვიდეოს ატვირთვას ბლოგზე და გავალამაზეთ ჩვენი ბლოგები, მადლონა ნათიას..........

Thursday, December 12, 2013

დღე 5

დღევანდელ ტრენინგ დღეს ვიმუშავეთ ციტირებულ დოკუმენტზე.შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე. ნამდვილად საოცარი ტრენინგ კურსია დიდი მადლობა ნათიას რომ ასე საინტერესოდ გვამუშავებს და როგორც თვითონ ამბობს ხოლმე ბევრი რამე შემოგვასწავლა:))))

Saturday, December 7, 2013

დღე 4

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით დღის გეგმას. სახელმძღვანელო VIEWER
 იდან გადმოვიტანეთ  პორტფოლიოს ჩეკლისტი, 21 საუკუნის უნარ ჩვევები, პორტფოლიოს რუბრიკა და ჩავდეთ მათთვის განკუთვნილ საქაღალდეებში.ასევე  განვიხილეთ მე–2 მოდულის მე3 აქტივობა, განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე. ინტელის ტრენინგი დამეხმარება სწორად დავგეგმო და განვახორციელო არაერთი პროექტი.





Monday, December 2, 2013

დღე 3

დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთეთ კომენტრები მეგობრის ბლოგებზე, ძალზედ ნაყოფიერი ტრენინგ დღე გვქონდა. ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა,გავაკეთეთ ბლოგზე ჩანართები: მთავარი, პროექტები, ჩემს შესახებ და ა.შ. სახელმძღვანელო Viewer-ში განვიხილეთ მე–2 მოდული,განვიხილეთ დოკუმენტები: სასწავლო პროექტის დაგეგმვა და სტანდარტების და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების სიტყვები. გავიარეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. ვიხილეთ INTEl-ისა მიერ მომზადებული პრეზენტაცია.ამის შემდეგ ვიმუშავეთ ფოსტებზე გაზიარებულ Google docs-ში სადაც შევავსეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება Google docs-ში. დღის ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება.

Sunday, December 1, 2013

დღე 2

გავიხსენეთ წინა ტრენინგ დღეს გავლილი მასალა, გავეცანით VIEWER-ში  ბუკლეტის და  გაზეთის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები, გავაფორმეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტები სურათებით და გრაფიკული ფიგურებით. გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს პროგრამა WORD-ში.

დღე 1


 ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით Inteli-ის მიერ მომზადებულ ვიდეოფაილს.
ტრენერმა გაგვაცნო ეფექტური პროექტის შექმნის საფეხურები,გავეცანით პორტფოლიოს ფაილებს  შევინახეთ საქაღალდეში პროექტის გეგმის შაბლონი,პორტფოლიოს ჩეკლისტი, გადმოვიტანეთ საქაღალდეში პორტფოლიოს რუბრიკა და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვიმუშავეთ VIEWER- ში.ასევე გავეცანით პროექტის გეგმას.